ლარის გაუფასურება

გვენეტაძე: ვალუტის გაცვლითი კურსი ფასების ზრდის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არაა

newposts.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საუბრობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ვალუტის კურსის გაუარესებას ფასების ზრდასთან მცირე კავშირი აქვს და ეროვნულ ბანკს საკმარისი ბერკეტები გააჩნია, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველყოს.

"გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფასების ზრდასთან და ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაციაზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერთობლივი მოთხოვნა და ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები იმისათვის, რომ ამ მიმართულებით არ დაუშვას ფასების ზრდა" - აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, დოლარი 0.03 თეთრით გამყარდა და ოფიციალური კურსით, 2.7802 ლარია. ევრო 1.48 თეთრით გაძვირდა და 3.1102 ლარი ეღირება.

ლარს უკვე ორ თვეზე მეტია, რაც დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები