huawei

Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა

​Google-მა Huawei-ის ანდროიდის ლიცენზია შეაჩერა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა, უსაფრთხოების დაცვის კუთხით არსებული საფრთხეების გამო.  

გუგლის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუშლის Huawei-ს მოწყობილობებს, განაახლონ ძირითადი პროგრამული აპლიკაციები. ეს გავლენას მოახდენს ისეთ პოპულარულ აპლიკაციებზე, როგორიც, მაგალითად, youtube და გუგლის რუკაა. 

ჰუავეის არსებულ მომხმარებლებს შეეძლებათ თავიანთი ტელეფონების და აპლიკაციების დააფდეითება, მაგრამ ვერ შეძლებენ, გაანაახლონ ანდროიდის ვერსია.

Android -მა განაცხადა, რომ მათ ამ გადაწყვეტილების მიღება აშშ-ის მთავრობის მოქმედებების შესაბამისად მოუწიათ. 

დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ორდერი გამოსცა, რომლის საფუძველზეც ჰუავეის ტექნოლოგიები აშშ-ის ქსელებიდან დაიბლოკა. ტრამპმა თქვა, რომ ეს ბრძანება ჩინური კომპანიის ექსპორტის მკაცრი კონტროლისკენ იყო მიმართული. 

ბრძანება, რომელიც შესაძლებლობას აძლევს აშშ-ის მთავრობას, აკრძალოს "უცხოელი კონკურენტების" ტექნოლოგიებს და სერვისებს და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიუღებელი რისკების გამორიცხვას  ემსახურება, კონკრეტული ქვეყნების და კომპანიებისკენ მიმართული არ არის. 

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლუ ქანგმა თქვა: 

"ჩინეთი ყურადღებით მიადევნებს თვალს არსებულ ვითარებას და მხარს დაუჭერს ჩინურ კომპანიას, კანონიერი გზით დაიცვას თავისი ლეგიტიმური უფლებები". 

Huawei-იმ კი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: 

"ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხო და მდგრადი პროგრამული უზრუნველყოფის ეკოსისტემის შექმნას, იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ". 

კომენტარები