huawei

აშშ-ს სანქციების გამო, ჩინური კომპანია HUAWEI-ს შემოსავალი 16%-ით შემცირდა 

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია Huawei-მ 2021 წლის პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, კომპანიის $23.5-მილიარდიანი შემოსავალი თითქმის 16.5%-ით ჩამოუვარდება გასული წლის შედეგებს. 

ექსპერტების განმარტებით, Huawei-ის წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და შეზღუდვებია, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამერიკული კომპანიების მხრიდან სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტის აკრძალვაა. ამ შეზღუდვის გამო Huawei-მ Google-ის ოპერაციულ სისტემა Android-თან და ამერიკული წარმოების კომპიუტერულ ჩიპებთან დაკარგა წვდომა. 

Huawei-ს თავმჯდომარის, ერიკ სუს თქმით, 2021 წელი საკმაოდ რთული იქნება კომპანიისთვის. 

გარდა სანქციებისა, კომპანიის მდგომარეობას გლობალური ნახევარგამტარებისა და ჩიპებს დეფიციტიც ართულებს. გასულ წელს Huawei-ის სმარტფონების წარმოება თითქმის 40%-ით შემცირდა. 


პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ Huawei ე.წ. შავ სიაში შეიყვანა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა საკითხთან დაკავშირებით სპეციალური დასკვნა მოამზადეს, რომლის მიხედვითაც Huawei პირდაპირ კავშირშია ჩინეთის ხელისუფლებასთან, რაც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას საშუალებას აძლევს უთვალთვალოს აშშ-ის სატელოკომუნიკაციო ქსელებს. 

გარდა ამისა, ამერიკულ კომპანიებს Huawei-სგან 5G ინტერნეტ კავშირისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა აკრძალათ. 
 

კომენტარები