ტურინის იუვენტუსი

ტურინის "იუვენტუსმა" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, გუნდის მთავარ მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი აღარ იქნება. ტურინელები მიზეზს არ აკონკრეტებენ, მაგრამ სავარაუდოდ, მათ ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ მიღეს.

ხვალ, მასიმილიანო ალეგრი კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

ალეგრიმ "იუვე" 2014 წლის ზაფხულში ჩაიბარა. ზედიზედ 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი და ორჯერ გაიყვანა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ორივეჯერ დამარცხდა.

კომენტარები