იკერ კასილასის კარიერის დასასრული

იკერ კასილასმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

37 წლის ესპანელი მეკარე იკერ კასილასი ფეხბურთიდან წავიდა. ეს ინფორმაცია ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ ოფიციალურად დაადასტურა.

"გვერდში დგომისთვის ყველას დიდ მადლობას ვუხდი. არ ვიცი, რა იქნება მომავალში", - თქვა ფეხბურთელმა.

კასილასი 2015 წლიდან "პორტუს" ღირსებას იცავდა. 1 მაისს, ესპანელი გულის შეტევის გამო საავადმყოფოში მოხვდა, სადაც რამდენიმე დღე დარჩა. ექიმების თქმით, მისთვის მინდორზე დაბრუნება აღარ შეიძლება.

კომენტარები