ოთო ნემსაძე: თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა

მინდა პირველ რიგში ბოდიში მოგიხადოთ, იმიტომ, რომ ოთო ნემსაძემ ვერ შეძლო უბრალოდ ფინალში გადასვლა, თუმცა, ვთვლი, რომ ალბათ, ძალიან ღირსეული იყო ჩვენი ქვეყანა, მთელი ეს მარათონი, და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ თქვენ, ვიცი, რომ ყველანი იჯექით ტელეფონებით ხელში, ყველანი იჯექით ანთებული გულებით.

და დავამატებ ერთს - თუ ეს არის მუსიკის მომავალი, მაშინ საქართველო სხვა პლანეტაა

მომღერალი ოთო ნემსაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ცნობითვის, ისრაელში მიმდინარე ევროვიზიის კონკურსზე, ოთო ნემსაძე ფინალში ვერ გადავიდა. ნემსაძემ სიმღერა "სულ წინ იარე" შეასრულა.

კომენტარები