"შვილი თუ რძალი?"- ზუგდიდის მაჟორიტარმა დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა [ვიდეო]

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელია, ზუგდიდის კულტურის სახლში დევნილებს შეხვდა. 

შეხვედრას ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

დეპუტატმა ედიშერ თოლორაიამ კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს მიმართა და მათ შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. 

"2016 წელს, როდესაც ქალბატონი სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან.  ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ უპირისპირდება არც ქალბატონს და მითუმეტეს, ოპოზიციურ მხარეს ბინძური მეთოდებით. უბრალოდ იყო ასეთი რაღაცა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას", - თქვა თოლორაიამ. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის სიტყვები დეპუტატმა ამომრჩეველს 2016 წელსაც უთხრა. 

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. 

კომენტარები