ყაზტრანსგაზი

"ყაზტრანსგაზმა" გაჩიანის მარეგულირებელ სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარა

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" აგრძელებს გაზმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო
სამუშაოებს.

"ყაზტრანსგაზ-თბილისმა" დედაქალაქის უსაფრთხო და სტაბილური
გაზმომარაგებისთვის გაჩიანში მდებარე გაზის წნევის ერთ-ერთი ცენტრალური
მარეგულირებელი სადგურის სრული რეაბილიტაცია ჩაატარა, რომელიც 2007
წლის შემდეგ არ განახლებულა.

თბილისის მოსახლეობის უსაფრთხო და სტაბილურ გაზმომარაგებას ოთხი
ცენტრალური მარეგულირებელი სადგური ემსახურება, რომელიც მოსახლეობის
უსაფრთხო და უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს. გაჩიანის გარდა,
მსგავსი მარეგულირებელი სადგურებია ნავთლუღსა და გლდანში.

კომენტარები