ყაზტრანსგაზი

ყაზტრანსგაზი: თბილისში დაკეტილ ბინაში გაზი ჟონავდა, მილი მიერთების გარეშე ეგდო იატაკზე

ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, თბილისში გაზის გაჟონვის ფაქტი აღმოფხვრეს. ბათუმის ქუჩიდან კომპანიის ცხელ ხაზზე შეტყობინება გუშინ ღამით შევიდა.

"კორპუსის დათვალიერებისას, ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში გამათბობელი მოხსნილი იყო და გაზის რეზინის მილი, დანადგარზე მიერთების გარეშე, ღია მდგომარეობაში, იატაკზე ეგდო, საიდანაც გაზი ჟონავდა. სპეციალისტებმა, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ გადაკეტეს გაზის მიწოდება. ბოლო სამ დღეში ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა, როცა დაკეტილ ბინებში მობინადრეების მხრიდან თვითნებური, უკანონო მიერთებები და დაზიანებები დაფიქსირდა" - აცხადებს ყაზტრანსგაზ თბილისი.

კომენტარები