ყაზტრანსგაზი

ყაზტრანსგაზი: 2018 წელს თბილისში გაზის 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, 2018 წელს კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 69 133 კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

მათივე ცნობით, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები.

2018 წელს თბილისში ჩაჭრილი, აკრძალული წყალგამაცხელებლების და გაზგამათბობლების მაჩვენებელს რაიონების მიხედვით

  • ჩუღურეთი ნაძალადევი 15.266
  • სამგორი 14.657
  • ისანი ვაზისუბანი 10.871
  • გლდანი სანზონა თემქა 10.341 
  • დიღომი დიდუბე 5.148
  • მთაწმინდა კრწანისი 7.573
  • საბურთალო 3.627
  • ნუცუბიძე 1.151
  • ვაკე წყნეთი 499

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ კუსტარულად, თვითნებურად მიერთებული და ღია კამერიანი გაზდანადგარები კატეგორიულად დაუშვებელი და საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე კორპუსში მცხოვრები მეზობლებისთვის",- აცხადებენ ყაზტრანსგაზში. 

კომენტარები