ყაზტრანსგაზი

ყაზტრანსგაზი: ერთ თვეში 2381 კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი ჩაიხსნა თბილისში

ყაზტრასგაზი

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით,2019 წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, კომპანიის სპეციალისტებმა 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან. 

მონაცემები უბნების მიხედვით :

  1. ჩუღურეთი ნაძალადევი 750 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  2. სამგორი 571 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  3. გლდანი სანზონა თემქა 302 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  4. დიღომი დიდუბე 205 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  5. ვაკე წყნეთი 57 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  6. ისანი ვაზისუბანი 229 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  7. მთაწმინდა კრწანისი 105 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  8. ნუცუბიძე 97 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი;
  9. საბურთალო 65 კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარი.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი მოგიწოდებთ ნუ მოიხმართ აკრძალული ღია კამერიან წყალგამაცხელებლებს და გაზგამათბობლებს, რადგან ამით საფრთხეს უქმნით საკუთარ სიცოცხლეს, ოჯახს და კორპუსში მცხოვრებ თქვენს მეზობლებს", -აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები