თბილისი პრაიდი

Tbilisi Pride-ის ჩატარების შემთხვევაში ლევან ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი არეულობით ემუქრება

პირველი რადიო

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მასობრივი სახალხო არეულობით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ივნისში დაგეგმილი "თბილისი პრაიდი" ჩატარდება. 

Facebook გვერდზე 8 მაისს გამოქვეყნებულ ჰომოფობიურ ვიდეო მიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ ეს ხელისუფლებისადმი გაფრთხილებაა. 

"ამას წინათ აშშ-ის მთავრობამ თბილისში გამოაცხადა, რომ მხარს დაუჭერს რაღაც გაეროს ეგიდით ჩვენთან ჩასატერებელ გარყვნილების აღლუმს თბილისში ამა წლის ივნისში, რომელსაც ახლა უკვე ჩვენი ხელისუფლებაც უჭერს მხარს. მინდა, ყველა მკაცრად გაგაფრთხილოთ, ღმერთი არ გაგიწრეთ და არ გაბედოთ ამის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ თქვენ მიიღებთ მასობრივ სახალხო არეულობას, რომელიც შეიძლება, თქვენი ხელისუფლების დამხობით დამთავრდეს და ამ არეულობაზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ ორივეს,"- ამბობს ვასაძე ვიდეო მიმართვაში. 

თბილისი პრაიდის კვირეული 18-23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი “კაფკას მეტამორფოზა” და ბოლო დასკვნითი ნაწილი “ღირსების მარში”, რომელიც თბილისის ერთერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართება.

თბილისი პრაიდის ცნობით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეული და "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდეს.

თუმცა, მომდევნო დღეს შს მინისტრმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ უწყება უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ხედავს.

კომენტარები