საბანკო რეგულაციები

საბანკო რეგულაციების შედეგად საკრედიტო აქტივობა შემცირდა - ეროვნული ბანკის ანგარიში

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წლის მაისის თვის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ პირველი იანვრიდან სესხების შესახებ ამოქმდებულმა რეგულაციებმა საკრედიტო აქტივობაზე ნეგატიური გავლენა იქონია.'

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენელდა და მარტის მონაცემებით 15% შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში ზრდა 20% იყო.

"2019 წლის დასაწყისიდან, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შესახებ რეგულაციების ამოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობა შენელდა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მოლოდინების შესაბამისად, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპმა მოიკლო და 2019 წლის მარტის მდგომარეობით 15% შეადგინა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით). გასულ წელს იგივე მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობდა." - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის ანგარიშში.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები მდგრადი ზრდისათვის აუცილებელია.

ფინანსთა მინისტრის თქმით კი მთავრობა რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები