ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 1.65 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.91 თეთრით გაუფასურდა. 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.7248 ლარია, 1 ევროსი კი - 3.0510 ლარი.
აღსანიშნავია, რომ ორ თვეზე მეტია, ეროვნულ ვალუტას დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 4.5 თეთრით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით, ბოლო ორ თვეში, ლარი 2.5 თეთრით გაუფასურდა.





