მოგზაურობა

4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

squaremouth.com

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2019 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში - 1,450,847 მგზავრს მოემსახურა. რაც 20%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 1,208,422 მგზავრი).

უწყებაში ამბობენ, რომ აპრილში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აპრილში 331,523 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 296,163 მგზავრი). 4 თვის ჭრილში კი მგზავრთნაკადმა 11%-ით მეტი შეადგინა (2018 წელი 1,020,104 მგზავრი).
  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2019 წლის აპრილში 67%-ით გაიზარდა და 67,530 მგზავრი შეადგინა (2018 წელი 40,413 მგზავრი). რაც შეეხება 4 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 224,314 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 89%-ით მეტია. (2018 წელი 118,433 მგზავრი).
  • 2019 წლის აპრილში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36,532 მგზავრმა ისარგებლა. რაც 16%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 31,501 მგზავრი). 4 თვის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთა ნაკადი 30%-ით გაიზარდა და 88,448 მგზავრი შეადგინა. (2018 წელი 68,261 მგზავრი).

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიის აეროპორტი 4 თვეში 1,626 მგზავრს მოემსახურა. რაც 16%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 1,406 მგზავრი).

ამბროლაურის აეროპორტით 2019 წლის პირველ 4 თვეს 261 მგზავრმა ისარგებლა, რაც 20%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი 218 მგზავრი).

ჯამში, ოთხ თვეში ადგილობრივი აეროპორტებით 1,887 მგზავრმა ისარგებლა რაც 16%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (2018 წელი 1,624 მგზავრი). 

კომენტარები