ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

ჰამასის თქმით ეგვიპტის შუამავლობით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

Washington Post

ჰამასის ტელევიზიის თქმით ეგვიპტის შუამავლობით და გაეროსა და კატარის დახმარებით ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც სარაკეტო დარტყმები შეწყდა. ისრაელი ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

ღაზას სექტორთან დაპირისპირება პარასკევს დაიწყო, როდესაც პალესტინელები ბლოკადას აპროტესტებდნენ. ისრაელის თქმით ბლოკადა სექტორში იარაღის შეღწევის შესაჩერებლად არის საჭირო. შეიარაღებულმა პალესტინელმა ისრაელის ორი სამხედრო დაჭრა. ისრაელმა საპასუხოდ საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც ორი პალესტინელი მებრძოლი მოკვდა. ღაზას სექტორიდან რაკეტების გაშვება შაბათს დაიწყო. მათი ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე სახლებს დაეცა.

ისრაელის სამხედრი ძალების თქმით უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 690 რაკეტა გაისროლეს, რომელთაგან 240 ქვეყნის ანტი-სარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო. საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის და ისლამური ჯიჰადის სამიზნეების მიმართულებით 350 რაკეტა გაისროლა.

შედეგად დაიღუპა ისრაელის 4 მოქალაქე და 23 პალესტინელი. დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის თქმით დაღუპულთაგან 7 მათი წევრი იყო.

ისრაელმა ღაზას სექტორიდან 40 კილომეტრში არსებული სკოლები დახურა და თავშესაფრები გახსნა.

2014 წლის ივლისსა და აგვისტოში განვითარებული კონფლიქტის შემდეგ ეს ყველაზე დიდი დაპირისპირებაა. მაშინ ისრაელმა 3 თინეიჯერის გატაცების გამო ღაზას სექტორზე სახმელეთო თავდასხმა განახორციელა. დაიღუპა 67 ჯარისკაცი. ჰამასმა და მისმა მოკავშირეებმ კი ისრაელის მიმართულებით 4,500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, რასაც 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. 7-კვირიანი კონფლიქტის შედეგად ასევე დაიღუპა 2,251 პალესტინელი, მათ შორის 1,462 მშვიდობიანი მოქალაქე.

მიმდინარე წლის მარტში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილ რაკეტებს ასევე საპასუხო საჰაერო თავდასხმა მოჰყვა, თუმცა ამის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არცერთ მხარეს არ გაუვრცელებია.

აშშ-ის პრეზიენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ 100%-ით ისრაელს უჭერს მხარს. მან პალესტინელები გააფრთხილეა: "ისრაელზე ეს ტერორისტული თავდასხმები უბედურების მეტს არაფერს მოგიტანთ."

კომენტარები