Game of Thrones-ის მსახიობი ემილია კლარკი ჯიმი ქიმელთან შოუში იმყოფებოდა. ემილია კლარკმა საუბრის ბოლოს სერიალის დარჩენილ ეპიზოდებზე მოკლედ ისაუბრა.
[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=299&v=3PMW6cPRW0M]
"მეხუთე სერია უფრო მასშტაბური იქნება. მესამე, მეოთხე და მეხუთე სერიაც სიგიჟე იქნება. მეხუთე სერიისთვის იპოვეთ ყველაზე დიდი ტელევიზორი, რაც შეგიძლიათ", - თქვა ემილია კლარკმა.
სერიალის მერვე სეზონის მეხუთე სერიაში სავარაუდოდ სერსეი ლანისტერის წინაღმდეგ და ტახტისთვის გადამწყვეტ ბრძოლას ვიხილავთ.
Game of Thrones-ის შემდეგი, მეოთხე სერია 5 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.