პანკისის ცნობილი მოვლენების შემდეგ მე ტელევიზიით არაერთხელ გავაკეთე განცხადება რომ ჩემი აზრით, ერთადერთი ვინც სწორად და კანონის შესაბამისად მოქმედებდა, ეს იყო პოლიცია. მაგრამ გამიჩნდა მეც შეკითხვები და ეს მინდა რომ თქვენც გკითხოთ. როდესაც ეკონომიკის სამინისტრომ მოგმართათ, რომ საჭირო იყო პოლიციელების გაყოლება, აი რა მიზეზი დაასახელა, ძალიან მაინტერესებს, თუ რა თქმა უნდა საიდუმლო არ არის. გამომდინარე იქიდან რომ 21 აპრილის წინა დღეს სამინსიტროს პირები იყვნენ ჩასულები და შემდგომ გაცხადდა რომ არაფერი წინააღმდეგობა არაა, ყველაფერი იქნება ნორმალურად. უფრო მეტიც როგორც დამპროექტებელი და მშენებელი აცხადებს, მთელის წელის მოლაპარაკებები ჰქონდათ მოსახლეობასთან და თითქოს არაფერი არ იყო იქ სათუო რომ რაიმე ხელის შეშლას ადგილი ჰქონოდა. და მეორე, არ ვიცი ახალა რამდენად ის არის მაგრამ, რატომ მაინცდამაინც დაემთხვა გამოსასვლელ დღეს აი ამ მშენებლობის დაწყება, თანაც ბზობა დღეს, მშენებლობა რომ ყოფილიყო გაჩაღებული, იმ დღეს უნდა დაესვენათ, ჩემი აზრით.
გიორგი გახარია პარლამენტში
არველაძე გახარიას: რატომ დაემთხვა პანკისში მშენებლობის დაწყება ბზობა დღეს?
tbl.ge/3nov
დაკოპირდა

ქართული ოცნების წევრმა რევაზ არველაზემ ჰკითხა შს მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე სადაც გახარიას მინისტრის საათის ფარგლებში უსმენენ.
რევაზ არველაძეგიორგი გახარია პარლამენტშისაქართველოს პარლამენტიოცნების დეპუტატიდაპირისპირება პანკისის ხეობაში
ამავე თემაზე
- გახარია ჭიჭინაძეს: ჩემი ნომერი იცით, SMS-ებს მწერთ, დაგერეკათ, გამოვუშვებდი ვინმეს
- გახარია ოპოზიციას: მაკო გომურის სახელს არ ვიყენებ, ესაა მორალური სხვაობა ჩვენ შორის
- სესიაშვილი ოპოზიციას: მეც მახსოვს 20 ივნისი. ძალადობით შეჭრა-შემოჭრა არასდროს გაგივათ
- ბესელია: გახარიასთან კითხვები მაქვს, ჩამოვყალიბდები, ღირს თუ არა დასმა
- კობახიძე: ჩემო ევრონაცებო, ჩემო 3%-იანებო, გისურვებთ ტკბილ პოლიტიკურ პენსიას 2020-ის ოქტომბრიდან