ჩინეთი

ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ სამყარო ვესტეროსის მებრძოლ შვიდ სამეფოს არ უნდა დაემსგავსოს

HBO/CGTN

South China Morning Post- ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში გამართულ ერთერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ჩვენ ყველანი დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ვესტეროსის მებრძოლ შვიდ სამეფოდ არ გარდაიქმნება". მედია ამ ინფორმაციას შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთ სტუმარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხორვატიის პირველი არხის ინფორმაციით, 10 აპრილს ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ლი ქციანმა ჩინეთის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაზე საუბრისას სამეფო კარის თამაშები ახსენა.

"ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა არ წარმოადგენს სამეფო კარის თამაშების მსგავს ურთიერთობას, არამედ რეალურ თანამშრომლობას საერთო განვითარებისა და ინტერესებისთვის," - თქვა ლი ქციანმა. სერიალში ერთ-ერთი ადგილი, მეფეთა სავანე სწორედ ხორვატიაში არის გადაღებული.

ჩინეთში ცენზურის გამო, სერიალის ძალადობისა და სექსის სცენების გარეშე აჩვენებენ. ჩინეთის ერთ-ერთ მაღალი რანგის წარმომადგენელმა ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდნენ თუ არა ქვეყნის პირველი პირები სერიალის სრულ ვერსიას, უპასუხა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო უფრო ლიმიტირებულ ვერსიას ადევნებდნენ თვალს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მალერის გამოძებაზე საკუთარ ტვიტერზე სერიალ სამეფო კარის თამაშების სტილში სურათი გამოაქვეყნა, რომელსაც აწერია "არანაირი შეთქმულება, არანაირი ობსტრუქცია, მოძულეთათვის და რადიკალურად მემარცხენე დემოკრატებისათვის თამაში დასრულდა."

 

 

კომენტარები