ძალიან მახინჯი ფანტაზია უნდა გქონდეს და ლოგიკასთან მწყრალად უნდა იყო, რომ დაიჯერო ზურაბიშვილის ტვიტერის გატეხვის ისტორია ტრამპის პოსტის რეტვიტის მიზნით. თუ ვინმე გატეხავდა, ბევრად უფრო "საინტერესო ამბავს" გააზიარებდა. ამ იაფფასიანი შარი-შურით და სერიოზული განხილვით მხოლოდ ბრიყვი შეიძლება დაკავდეს... დროა, დაიწყოს კამპანია #არვართბრიყვები
სალომე ზურაბიშვილი
ხუხაშვილი: თუ ვინმე ზურაბიშვილის Twitter-ს გატეხავდა, უფრო "საინტერესო ამბავს" გააზიარებდა
tbl.ge/3njj
დაკოპირდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებაზე. ტრამპი პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს "მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით პოსტი სალომე ზურაბიშვილის გვერდიდან წაიშალა და ადმინისტრაციაში თქვეს, რომ ეს სოციალური მენეჯერის შეცდომა იყო. 30 აპრილს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "კიბერთავდასხმაც არ არის გამორიცხული". სალომე ზურაბიშვილის "რეტვიტზე" შსს-მ მოკვლევა უკვე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება იმ შემთხვევაში დაიწყება თუ სისხლის სამართლის ნიშნები გამოიკვეთება.
ამავე თემაზე
- სალომე ზურაბიშვილი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ქადაგებას დაესწრო
- ზურაბიშვილი: ამერიკა და ევროპა, ყოველგვარი მცდელობის გარეშე, საქართველოს რუსეთთან კარგავენ
- ზურაბიშვილი: ეს არჩევნები შემოგდებული თემაა, არ ვეთანხმები მათ, ვინც მონაწილეობს
- ზურაბიშვილი: მაქვს ერთადერთი ამბიცია, რომ ერთობით ეს ქვეყანა გადავარჩინოთ
- ზურაბიშვილი: დემოკრატია არასდროსაა გარანტირებული - ის უნდა მოვიპოვოთ ყოველდღიურად




