ევროპული საქართველო

ბოკერია: საერთაშორისო ორგანიზაციების მწვავე შეფასებებზე სერიოზული დისკუსიაც არ დაწყებულა

იმ საკითხების სია, რაც წარმოადგენს ევროპული საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად დემოკრატიული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანს, საკმაოდ ვრცელია, საკვანძო საკითხები არის, რა თქმა უნდა, ზოგადად პოლიტიკური ვითარება და კურსი, რაც უჭირავს ივანიშვილის გუნდს. არა ანგარიშვალდებული დემოკრატიის, არამედ ერთ პირზე ჩამოკიდებული სისტემის, რომელიც ინსტიტუტებს პატივს არ სცემს. ეს ყველაზე უფრო მწვავედ გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე და ის ძალიან მწვავე შეფასებები, რაც ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, არათუ შესრულებული არ არის სერიოზული დისკუსიაც კი არ არის დაწყებული ამ საკითხზე. ეს შეეხება, რა თქმა უნდა, სასამართლოს საკითხს და იმ პროცესს, რომელიც განვითარდა, როცა არც კი დაელოდნენ ვენეციის კომისიის და ოდირის რეკომენდაციებს, ისე დაასრულეს მეორე მოსმენა კომიტეტში, რასაც სიმბოლური მნიშვნელობაც კი ჰქონდა, დამოკიდებულების თვალსაზრისით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელობანია, რომ ყველა ამ საკითხზე საქართველოს მეგობრებს აქვთ განსაკუთრებული ყურადღება მიპყრობილი და ეს დაეხმარება საქართველოს, ოღონდ მას შემდეგ ბუნებრივია, როცა დემოკრატიული გზით ეს ხელისუფლება შეიცვლება. ევროკავშირი ისე, როგორც თავისუფალი სამყარო, მთლიანად ევროატლანტიკური სივრცე, ეს არის სივრცე, სადაც ინსტიტუტებია მნიშვნელოვანი და არა არაფორმალური მმართველების დაკვეთა და სადაც სასამართლო არის ქვაკუთხედი, ქვეყნის ნორმალური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის და ეს საქართველოში დღეს ასე არ არის

თქვა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები