ინდონეზია

ინდონეზიაში არჩევნებზე 272 თანამშრომელი და დამკვირვებელი გარდაიცვალა

Nikkei Asian Review

ინდონეზიის არჩევნებზე 272 თანამშრომელი და დამკვირვებელი ზედმეტი გადაღლისგან გამოწვეული დაავადებით გარდაიცვალა. ისინი საათების განმავლობაში ითვლიდნენ მილიონობით ბიულეტენს.

ინდონეზიის გენერალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, არიეგ პრიო სუსანტოს თქმით, ავად გახდა კიდევ 1878 თანამშროემელი.

17 აპრილის არჩევნების შედეგებს 7 მილიონი თანამშრომელი ითვლიდა.

არჩევნებზე ფულის დაზოგვის მიზნით, პირველად გააერთიანეს საპრეზიდენტო, ნაციონალური და რეგიონალური პარლამენტის ბიულეტენები.

ინდონეზიაში 193 მილიონი ამომრჩევლიდან 80% ქვეყნის 800 000 საარჩევნო უბანზე გამოცხადდა.

ინდონეზიის საარჩევნო კომისია დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 2500$ გადასცემს.

მას შემდეგ, რაც დათვლა დასრულება, არჩევნების შედეგებს 22 მაისს გამოაცხადებენ.

კომენტარები