წითელათი დაავადების შემთხვევებმა აშშ-ში იმატა, ამიტომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"ვაქნინაცია აუცილებელია," - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტის ცნობით, 22 შტატში წითელას 700 შემთხვევა დაფიქსირდა.
აშშ-ში ვაქცინაცინაცია სტაბილურად შემცირდა. ამ ფაქტს ბევრი მშობელი ფილოსოფიური ან რელიგიურ მიზეზებით ხსნის. ვაქცინაციის წინააღმდეგები, მიიჩნევენ, რომ აცრა ბავშვებში აუტიზმს იწვევს. ამას თავად აშშ-ს პრეზიდენტიც იზიარებდა. დონალდ ტრამპმა ვაქცინაცია აუტიზმის გამომწვევ მიზეზად დაასახელა.
"ბავშვებში მასიური კომბინირებული აცრები აუტიზმის გამომწვევი მიზეზია." - წერდა ტრამპი ტვიტერზე.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამბობს, რომ წითელას შემთხვევებმა მიაღწია ნიშნულს, რომელიც არ დაფიქსირებულა 2000 წლის შემდეგ, როცა დაავადება აღმოფხვრეს აშშ-დან.