უბედური შემთხვევა

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ტურისტს დაეჯახა

flickr

ბათუმის ბულვარში ელექტრომობილი ორ ტურისტს დაეჯახა. ერთ-ერთი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს - 66 წლის მამაკაცს კიდურები აქვს დაზიანებული. ტურისტები ისრაელის მოქალაქეები არიან.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დაღვევას გულისხმობს.

კომენტარები