არასდროს, არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში თუ სოფელში, ხელისუფლებას არ განუხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან. სწორედ ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და ეს დიალოგი გრძელდება. გუშინაც და დღესაც ისმოდა სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი, ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, რომ თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება. საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე. ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, რაც გადის ეკონომიკის განვითარებაზე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის და დამატებითი სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს რაც გვაქვს საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ძალიან მარტივი ეკონომიკური კანონზომიერება. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. იგივე აღმოსავლეთ ევროპაში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არსებულ მაჩვენებელს ბევრად აღემატება. ეს ნიშნავს ძალიან მარტივ ჭეშმარიტებას - როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია.
tbl.ge/3n22
დაკოპირდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ეს განცხადებები პანკისის ხეობაში დაშავებული სამართალდამცავების მონახულების შემდეგ გააკეთა. პანკისში 21 აპრილს, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა.
ჰესის მშენებლობაჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაშიმამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერმინისტრიპანკისიპანკისის ხეობა
ამავე თემაზე
- თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას
- გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე
- პანკისის სახალხო კრება მთავრობას: დროულად შეგვხვდით, ერთად ვიმუშაოთ სირთულეების დასაძლევად
- ლექვინაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად - არის ინვესტორი და შეთანხმებული პროექტი
- სესიაშვილი: ოპოზიცია გვესაუბრება სპეცრაზმზე, თვითონ ცეცხლით და მახვილით შედიოდნენ ოჯახებში