ჰესის მშენებლობა პანკისში

გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე

მინდა აბსოლუტური პასუხისმგებლობით გითხრათ რომ შსს-ს და სუს-ს შორის თანამშრომლობა დღეის მდგომარეობით არის ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში საუკეთესო. აქ ვერავინ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ ვერ მიაღწევს, რომ ჩვენ რაღაც დაბრალება დავიწყოთ ერთმანეთზე. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ. იმ შემთხვევაში ჩვენი ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. ამიტომ ისევე როგორც პანკისის ნაწილში, მე განვაცხადე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ როგორ ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული. როგორც ჩანს ჩვენს მიერაც, პირადად ჩემს მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის რაც შეიძლება იქ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საერთო. ისევე როგორც, ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავის კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ ზონალურ რისკებს რომლებიც გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ რომ ეს იყო შეცდომა. არა საკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი. რასაც ახლა ვაკეთებთ.

შს მინისტრი გიორგი გახარია პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

კომენტარები