ხელისუფლებისკენ კი არ უნდა გამოიშვიროს ვინმემ ხელი... ოღონდ პოლიტიკური ქულები დააგროვონ, ყველაფერზე წამსვლელები არიან ჩვენი ოპონენტები, სამწუხაროდ. მათ შორის, რა მესმის - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" აკეთებს განცხადებებს, რას შვრებით, პანკისში როგორ შეიძლებოდა სპეცრაზმის აყვანაო, როცა ისინი ცეცხლითა და მახვილით ოჯახებში შედიოდნენ და აწიოკებდნენ.
ჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაში
სესიაშვილი: ოპოზიცია გვესაუბრება სპეცრაზმზე, თვითონ ცეცხლით და მახვილით შედიოდნენ ოჯახებში
tbl.ge/3n2b
დაკოპირდა

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან", ირაკლი სესიაშვილი პალიტრანიუსის ეთერში პანკისის ხეობაში 21 აპრილს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე ჰესის მშენებლობა დაიწყო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოყვა. ადგილობრივი პანკისელების პროტესტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. შედეგად, ადგილობრივები და სპეცრაზმელები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. სამართალდამცავები მოსახლეობის წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა.
ირაკლი სესიაშვილიჰესის მშენებლობაჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაშიპანკისის ხეობაპანკისიქართული ოცნება
ამავე თემაზე
- თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას
- გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე
- პანკისის სახალხო კრება მთავრობას: დროულად შეგვხვდით, ერთად ვიმუშაოთ სირთულეების დასაძლევად
- ლექვინაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად - არის ინვესტორი და შეთანხმებული პროექტი
- ბახტაძე: საქართველოს ჰყავს ორი მტერი - ოკუპაცია და სიღარიბე