ჰესის მშენებლობა პანკისში

ბოკერია პანკისზე: გახარია და თურნავა მობრძანდნენ პარლამენტში და გაგვცენ კითხვებზე პასუხი

ევროპული საქართველო

"ამ უმძიმესი ჩავარდნის, უპასუხისმგებლობის, უძალობისა და უსამართლობის კომბინაციის შემდეგ უნდა მობრძანდეს პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე, როგორც შს მინისტრი ბატონი გახარია, ასევე ეკონომიკის ახალი მინისტრი [ნათია თურნავა] და გაგვცენ პასუხები მარტივ კითხვებზე, რა გადაწყვეტილებები ჰქონდათ მიღებული, რატომ დაგეგმეს ასე," - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

ბოკერიას თქმით, პანკისის რეგიონში განვითარებული მოვლენები არის უსამართლობისა და უძალობის კომბინაცია, რისი დემონსტრირებაც მოხდა გუშინ.

მისივე შეფასებით, ეს რეგიონი ხელისუფლების მხრიდან წლებია,რაც მიტოვებულია და ხელისუფლება კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას პანკისის ხეობაში ვერ ასრულებს.

"ყველაზე სახიფათო კომბინაცია ხელისუფლებისთვის და ამ შემთხვევაში ხელისუფლებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის ამ ძალიან სახიფათო რეგიონში, პანკისის ხეობაში, არის კომბინაცია უსამართლობის და უძალობის და ორივეს დემონსტრირება მოხდა გუშინ ხელისუფლების მხრიდან. ეს რეგიონი არის მიტოვებული ხელისუფლების მხრიდა. კანონის უზენაესობის დამცველის ფუნქციას ხელისუფლება იქ უკვე წლებია ვერ და არ ასრულებს." - თქვა ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ევროპული საქართველო პოლიციელებზე თავდასხმას, ბოკერია ამბობს, რომ მათ გუშინ გამოთქვეს ამ საკითხისადმი მკაფიო პოზიცია და მოუწოდეს მოსახლეობას სიმშვიდოსკენ მოუწოდეს. მისივე თქმით, ნებისმიერი ფორმით პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობა არის დაუშვენებელი, - "არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ, თუ ოპოზიციაში, ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა პოლიციელების წინააღმდეგ. პასუხისმგებლობა იმაზე, რომ აქამდე მივიდა საქმე ეკისრება ივანიშვილის ხელისუფლებას, მისი უპასუხისმგებლობით." - ამბობს ბოკერია.

გუშინ პანკისში მოსალხეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპრიება მოხდა. ადგილობრივები ხეობაში ჰესის მშნებელობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. სპეცრაზმმა მხუთავი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, მოსახლეობა კი მათ ქვებს ესროდა. ადგილობრივებმა დაწვეს პოლიციის მანქანები და ტრაქტორი, რომელიც ჰესის მშენებლობაზე მუსაობდა. მოგვიანებით ხეობაში ადგილობრივებთან მოსალაპრაკებლად შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ მოსახლეობის 90% იქნება თანახმა.

კომენტარები