რა სისულელეებს მეკითხები, არ გრცხვენია? კარგი, რა. გაჩერდი. ფაქტი თუა, წადი და ბიზნესპარტნიორს ჰკითხე, მე რას მეკითხები?

ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვას "ხომ არ იყო პანკისის ხეობაში სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების მიზეზი ის ფაქტი, რომ ის კომპანია, რომელსაც ხეობაში ჰესი უნდა აეშენებინა, სხვა მასშტაბურ პროექტში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია". პანკისში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. მოსახლეობა და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება.
ამავე თემაზე
- თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას
- გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე
- პანკისის სახალხო კრება მთავრობას: დროულად შეგვხვდით, ერთად ვიმუშაოთ სირთულეების დასაძლევად
- ლექვინაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად - არის ინვესტორი და შეთანხმებული პროექტი
- სესიაშვილი: ოპოზიცია გვესაუბრება სპეცრაზმზე, თვითონ ცეცხლით და მახვილით შედიოდნენ ოჯახებში




