შეუშინებია ხალხს ბატონი [გიორგი] გახარია. მისი განცხადებით ეს დასკვნა შემიძლია გავაკეთო, რაც რა თქმა უნდა, გარდაუვალი იყო, მაგრამ მე არ ვაპირებ მისი კომენტარების შეფასებას, მე ვაპირებ მისი ქმედებების შეფასებას. ეს იყო თავზე ხელაღებული ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭის ქმედება, რომელიც მან დღეს განახორციელა პანკისის ხეობაში. მას და ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მოჯადოებული წრე არასდროს გაირღვევა ხალხის მიერ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი, ჩხარტიშვილი და რამდენიმე ადამიანი დაეპატრონა ამ ქვეყანას სამუდამოდ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის... ბიძინა ივანიშვილი ხალხის ინტერესს და წუხილს არ ითვალისწინებს, მას ბიზნესინტერესები ამოძრავებს და გახარიას, ჩხარტიშვილისა და ფარცხალაძეების მეშვეობით ამ ბიზნესინტერესებს ახორციელებს
ჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაში
მელია პანკისზე: ეს იყო თავზე ხელაღებული ივანიშვილის ხელის ბიჭის ქმედება
tbl.ge/3mxk
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია რუსთავი 2-ის ეთერში პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. პანკისში მოსახლეობამ ჰესის მშენებლობის დაწყება გააპროტესტა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შეყვანით უპასუხა. მოსახლეობა და პოლიციელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სპეცრაზმი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა, ადგილობრივები კი პოლიციელებს ქვებს უშენდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა, რომელმაც მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პირობა დადო, რომ ჰესი იქამდე არ აშენდება, სანამ 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება.
ნიკა მელიაერთიანი ნაციონალური მოძრაობავითარება პანკისშიჰესის მშენებლობა პანკისის ხეობაშიპანკისის ხეობაშინაგან საქმეთა სამინისტრო
ამავე თემაზე
- თურნავა პანკისზე: რაც მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა; ჩვენ ვიცავდით პანკისის განვითარებას
- გახარია პანკისზე: ეს იყო შეცდომა, ჩემ მიერაც არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული რისკებზე
- პანკისის სახალხო კრება მთავრობას: დროულად შეგვხვდით, ერთად ვიმუშაოთ სირთულეების დასაძლევად
- ლექვინაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ, სად - არის ინვესტორი და შეთანხმებული პროექტი
- სესიაშვილი: ოპოზიცია გვესაუბრება სპეცრაზმზე, თვითონ ცეცხლით და მახვილით შედიოდნენ ოჯახებში




