მოსაყდრე შიო

მეუფე შიო: არიან თითქოს მორწმუნე ადამიანები, რომლებიც მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ ქრისტესგან

იესო ქრისტე იერუსალიმში შესვლისას ბევრს ქადაგებდა სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც მას არ მიიღებს. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს - "ამიერითგან დარჩება სახლი თქვენი ცარიელი", ვინც არ მიიღებს მას, ვინც არ შეისმენს მის მცნებებს. რას ნიშნავს ცარიელი? -ეს არის ადამიანის სულიერი სახლი, ეს არის ქვეყნის სახლი, ეს არის სიმბოლო ერისა, ქვეყნისა, ადამიანისა, ოჯახისა, ყველაფრისა, ეს რჩება ცარიელი, როდესაც უარყოფს ღმერთს, უარყოფს ქრისტეს. ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება შეავსოს სიცარიელე, უდაბნო ადამიანური ცხოვრების, ეს არის ღმერთის არსებობა ადამიანის გულში, ადამიანის ცხოვრებაში და ღმერთის ცნებების აღსრულება. ამიტომაც უფალი ამბობს, რომ ცარიელი იქნება თქვენი სახლი. ჩვენ გვაფიქრებს ეს დღე იმაზეც, რომ რამდენად ვართ ახლოს თუ შორს ამ ყველაფერისგან, ჩვენ რას მოველით მესიისგან, იესო ქრისტესგან. იმიტომ, რომ ხშირად შეიძლება ისე მოხდეს, რომ მრავალი ჩვენგანიც აღმოჩნდეს იმედგაცრუებული. სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც თითქოს ეკლესიურები არიან, თითქოს არიან მორწმუნეები, მაგრამ მაშინდელი ებრაელების მსგავსად მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ იესო ქრისტესგან და როდესაც დგება ჟამი სნეულების ან გარდაცვალების, ასეთი ადამიანები უარყოფენ ყველაფერ იმას, რაც უფალმა სულის გადასარჩენად გამოუგზავნა. უარყოფენ და მთელი ძალით ეპოტინებიან ამქვეყნიურ ცხოვრებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, ამავე დროს ჯვარსაც ატარებენ და თავიანთ თავს ქრისტიანებად თვლიან

პადრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ბზობის დღესასწაულზე ქადაგებისას. მეუფე შიოს ამ ქადაგებას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები