დაპირისპირება პანკისში

შს მინისტრის მოადგილე პანკისში: მუშაობა შევაჩერეთ, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ

პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრი კახაბერ საბანაძე ჩავიდა. მან იქ შეკრებილ მოსახლეობას შესთავაზა მოსალაპრაკებლად რამდენიმე მათი წარმომადგენელი გამოყონ, საბანაძემ ასევე თქვა, რომ ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის სამუშაოები შეჩერებულია. 

"ვინც კანონს დაარღევევს და შეეხება პოლიციელს დაისჯება უმკაცრესაც. პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები და ვისაუბროთ, პოლიცია მოწოდებულია რომ აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. მუშაობა შევაჩერეთ და გეუბნებით რომ დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ასევე ინვესტორის ინტერების დამცველები. გამოყავით წარმომადგენლები და ჩემთან ერთად წამოდით," - თქვა შს მინისტრის მოადგილემ. 

პანკისში მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისირება მოხდა. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, კადრებში ასევე ჩანდნენ დაშავებული ადამიანები. 

კომენტარები