პანკისის ხეობაში, ხელისუფლებამ ხუთმეგავატიანი ჰესის გამო, ხუთიათას მეგავატიანი პოლიტიკური პრობლემა შეუქმნა ქვეყანას. როგორც მინიმუმ, ეს იყო წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმით განხორციელებული სპეცოპერაცია, იქ და ისეთ ვითარებაში, სადაც ეს აბსოლუტურად გამორიცხული უნდა ყოფილიყო. არ არსებობდა არცერთი არგუმენტი, პანკისის მოსახლეობასთან ბეტეერების და სპეცრაზმის ენაზე საუბრის. ჰესი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, პანკისი იქნება ეს, ლაგოდეხი თუ ზუგდიდი, უნდა განხორციელდეს მოსახლეობასთან კონსულტაციის და შეთანხმების შედეგად, კანონის ფარგლებში. მე ვარ შოკირებული შს მინისტრის და ყველა იმ ადამიანის არაპროფესიონალიზმით, რომლებმაც ჩათვალეს, რომ სპეცრაზმის შეყვანით იქ რაიმე პრობლემა მოგვარდებოდა. ან, ის ექსკავატორი ამუშავდებოდა, იმიტომ რომ სპეცრაზმი დაიცავდა მათ ხალხისგან. ან, ხალხი შეშინდებოდა და სახლში წავიდოდა. ამიტომ, პირველი და უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც დასასმელია, ბოლომდე გამოსაძიებელია და დამნაშავე დასასჯელია იმ ადამიანის ვინაობის გარკვევაა, ვინც ასეთი პროგნოზი გააკეთა და ასეთი რისკის ქვეშ დააყენა სპეცრაზმიც, პანკისიც და საქართველოც.
დაპირისპირება პანკისში
უსუფაშვილი პანკისზე: წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმით განხორციელებული სპეცოპერაცია იყო
tbl.ge/3n08
დაკოპირდა

შენების მოძრაობის ლიდერი დავით უსუფაშვილი პანკისში განვითარებული მოვლენების შესახებ.
ამავე თემაზე
- ბაქრაძე პანკისზე: პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ
- კაკულია: ნათია თურნავას დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე
- ხიდაშელი პანკისზე: რატომ აიტკიებდა თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო
- ჭიაბერაშვილი: გუშინ პანკისში სახელმწიფოს სახე, უბადრუკი სახე, იყო ბატონი გახარია
- გახარია: ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ხეობის მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს