ვინ იღებს პოლიტიკური პასუხისმგებლობას ფუნდამენტურ, მცდარ და სახიფათო გადაწყვეტილებაზე, რომელმაც საფრთხის წინაშე დააყენა სტაბილურობა, არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ მთელ ქვეყანაში. ვინ აგებს პასუხს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ერთმანეთს დაუპირისპირა ადგილობრივი მოსახლეობა და სპეცრაზმი, ასევე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა პოლიციელები, მათ თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენება აიძულა და რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სამართლიან მოთხოვნებს მოლაპარაკების ნაცვლად ძალა დაუპირისპირა, ეს უნდა გამოვლინდეს. ვინ აგებს პასუხს პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანაზე? ვინ აგებს პასუხს, რომ რეგიონში სახიფათო გამწვავება და იმ ზღვართან მიახლოება მოხდა, რომლის იქით შეიძლება სიტუაცია აფეთქდეს? ეს პოლიტიკური კითხვებია და არანაირი კავშირი არ აქვს არც ადგილობრივი მოსახლეობის და არც პოლიციელების ქცევასთან. თუ გვინდა გამოვავლინოთ პანკისის ხეობაში რა მოხდა, პირველ რიგში, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ. აქედან აქცენტის გადატანა რიგითი სამართალდამცველებისა და პანკისელების ქცევაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გაქცევაა. დამატებითი ძალების შეყვანაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრს უნდა მიეღო, რადგან გამოყენებული იყო სპეცრაზმი და პოლიციური ძალა
დაპირისპირება პანკისში
ბაქრაძე პანკისზე: პირველ რიგში პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დავაყენოთ
tbl.ge/3n7z
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე პანკისში განვითარებულ მოვლენებზე. ბაქრაძის ამ კომნეტარს პირველი არხი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- კაკულია: ნათია თურნავას დავპატიჟებდი საკომიტეტო მოსმენაზე
- ხიდაშელი პანკისზე: რატომ აიტკიებდა თავს ხელისუფლება, ვინმეს კერძო ინტერესი რომ არ ყოფილიყო
- უსუფაშვილი პანკისზე: წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმით განხორციელებული სპეცოპერაცია იყო
- ჭიაბერაშვილი: გუშინ პანკისში სახელმწიფოს სახე, უბადრუკი სახე, იყო ბატონი გახარია
- გახარია: ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ხეობის მოსახლეობის 90% დაუჭერს მხარს