ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური ეტაპი

ჩემპიონთა ლიგა: ის, რაც უნდა ვიცოდეთ 1/2-ფინალისტების შესახებ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ოთხეული ლონდონის ტოტენჰემმა, ამსტერდამის აიაქსმა, ლივერპულმა და კატალონიის ბარსელონამ შეადგინეს. პირველი 1/2-ფინალური მატჩები 30 აპრილსა და 1 მაისს ჩატარდება, საპასუხო - 7-8 მაისს.

30 აპრილს, ტოტენჰემი აიაქსს უმასპინძლებს, 8 მაისს კი, ლონდონელები ამსტერდამს ესტუმრებიან. ბარსელონა ლივერპულს “კამპ ნოუზე“ 1 მაისს მიიღებს და “ენფილდზე“ გასვლით მატჩს 7 მაისს ჩაატარებს.

რა უნდა ვიცოდეთ 1/2-ფინალისტების შესახებ:

აიაქსი (ჰოლანდია)

უეფას რეიტინგი: მე-20 ადგილი

მიმდინარე სეზონი: 16 მატჩი (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით) – 9 მოგება, 6 ფრე, 1 მარცხი

ბომბარდირი: დუშან ტადიჩი - 6 გოლი (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით - 9)

 

ბარსელონა (ესპანეთი)

უეფას რეიტინგი: მე-2 ადგილი

მიმდინარე სეზონი: 10 მატჩი - 7 მოგება, 3 ფრე

ბომბარდირი: ლიონელ მესი - 10 გოლი

 

ლივერპული (ინგლისი)

უეფას რეიტინგი: მე-12 ადგილი

მიმდინარე სეზონი: 10 მატჩი - 6 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება

ბომბარდირები: რობერტო ფირმინო, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი - 4 გოლი

 

ტოტენჰემი (ინგლისი)

უეფას რეიტინგი: მე-18 ადგილი

მიმდინარე სეზონი: 10 მატჩი - 5 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება

ბომბარდირი: ჰარი კეინი - 5 გოლი

 

1/4-ფინალის ორმატჩიან დუელში, აიაქსმა ტურინის იუვენტუსი დაამარცხდა. ამსტერდამში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჰოლანდიელებმა იტალიაში 2:1 მოიგეს და 1/2-ფინალის საგზური მოიპოვეს.

კატალონიის ბარსელონამ მანჩესტერ იუნაიტედს შანსი არ დაუტოვა და ოლე გუნარ სულშერის გუნდი ორივე მატჩში დაამარცხა. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “ოლდ ტრაფორდზე“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, “კამპ ნოუზე“ კი, ინგლისურ გრანდს 3 უპასუხო გოლი გაუტანა და ორი მატჩის ჯამში 4:0 იმარჯვა.

1/4-ფინალურ ეტაპზე ლივერპულს პორტუს სახით შედარებით იოლი მეტოქე ჰყავდა. იურგენ კლოპის გუნდმა “ენფილდზე“ პირველი მატჩი 2:0 მოიგო და მომდევნო ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მერსისაიდელებმა თავი პორტუგალიაშიც გამოიჩინეს და პორტუ მისსავე მოედანზე 4:1 დაამარცხეს.

დრამატული გამოდგა ტოტენჰემისა და მანჩესტერ სიტის დუელი. ლონდონში მინიმალური ანგარიშით მოგების შემდეგ, “ეტიჰადზე“ საფეხბურთო თრილერი გათამაშდა. სიტიმ 4:3 მოიგო, მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი ბურთის წყალობით, მომდევნო ეტაპზე ტოტენჰემი გავიდა.

 

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირები:

ლიონელ მესი (ბარსელონა) - 10 გოლი

დუშან ტადიჩი (აიაქსი) - 9 გოლი

რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) - 8 გოლი

ელ-ფარდუ ბენ-ნაბუანი (ცრვენა ზვეზდა) - 7 გოლი

სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), მუსა მარეგა (პორტუ) – 6 გოლი

 

ყველაზე მეტი საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში:

დუშან ტადიჩი (აიაქსი) – 7

კილიან მბაპე (პსჟ), ლუის სუარესი (ბარსელონა) – 5

კევინ დე ბრუინი (სიტი), რიად მარეზი (სიტი), კარლოს სოლერი (ვალენსია), ედინ ჯეკო (რომა), ლეროი სანე (სიტი), მემფის დეპაი (ლიონი), კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი), ხორდი ალბა (ბარსელონა) – 4

კომენტარები