ფარული ჩანაწერები

გახარია კადრებზე: თუ დავუშვებთ კომპრომისს, ნახა, შეინახა, თუ გაავრცელა - ვერ გავუმკლავდებით

როგორც კი ჩვენ მსგავსს ქმედებებზე დავუშვებთ გარკვეულ კომპრომისს, იმასთან მიმართებაში, ადამიანმა ნახა, შეინახა, თუ გაავრცელა, ამ მანკიერ მოვლენას ჩვენ ვერ გავუმკლავდებით. ხო გასაგებია? შესაბამისად, იქ, სადაც საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და ფაქტი იქნა დადგენილი, რა თქმა უნდა, იქ საგამოძიებო ორგანოებმა იმოქმედეს კანონის სრული შესაბამისობით. მოგვაწოდეთ ინფორმაცია 8 ათას ადამიანზე, ვინ იყო ეს, რა პირობებში ნახა კადრები და ვიმოქმედებთ გპირდებით. დევნა დავიწყეთ და პასუხისგებაში მივეცით იმდენი ხალხი, რამდენიც ამისთვის იყო საჭირო.

შს მინისტრი გიორგი გახარია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს.

კომენტარები