ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
Game of thrones

დღეს GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის პრემიერაა - ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით

ორშაბათი, 15 აპრილი, 2019 - 00:02
Game of Thrones
tbl.ge/3mco
დაკოპირდა
HBO
"აქ დიდი ომი იყო".HBO

დღეს, 14 აპრილს 9 საათზე HBO პირდაპირ ეთერში Game of Thrones-ის მერვე სეზონის პირველ სერიას გაუშვებს, საქართველოს დროით ეს გამთენიისას 5 საათზე მოხდება.

წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ამ დროისთვის მერვე სეზონის შესახებ ვიცით.


ფოტო: Entertainment Weekly

გაგრძელდება თუ არა კიდევ სერიალი?

რამდენიმე თვის წინ, HBO-მ დაადასტურა, რომ მერვე სეზონი Game of Thrones-ის ფინალური სეზონი იქნება. აღმოჩნდა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება "ყინულისა და ცეცხლის სიმღერის" ავტორი ჯორჯ მარტინი, მისი თქმით "მერვე სეზონი არ უნდა იყოს ფინალური სეზონი".

რამდენი იქნება სერიების ხანგრძლივობა?

სერიალის მერვე სეზონში სულ 6 სერია იქნება, თუმცა წინა სერიებისგან განსხვავებული ხანგრძლივობით. პირველი სერიის ხანგრძლივობა 54 წუთი, მეორე სერიის 58 წუთი, მესამე სერიის 1 საათი და 22 წუთი, მეოთხე სერიის 1 საათი და 18 წუთი, ხოლო ბოლო ორი სერიის ხანგრძლივობა 1 საათი და 20 წუთი იქნება.

ოფიციალური პოსტერები, რომლებიც აქამდე გამოქვეყნდა.

HBO-მ მარტსა და აპრილში სერიალი ფინალური სეზონის ორი ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა. პირველ პოსტერზე გამოსახულია დრაკონი, რომელიც ამის პარალელურად ძალიან გავს რკინის ტახტს, მეორე პოსტერზე კი სერიალის ყველა მოქმედი გმირი გარდაცვლილია, ქვევით კი წერია "აქ იყო დიდი ომი".


ყველა თიზერი და თრეილერი ერთად.

ამ დროისთვის, ჯამში Game of Thrones მერვე სეზონის 8 თიზერი და თრეილერი არის გამოქვეყნებული.

HBO-მ პირველი თიზერი 7 იანვარს გამოუშვა. ჩვენ თიზერში ვხედავთ, როგორ ხვდებიან ვინტერფელში ერთმანეთს დენერის ტარგარიენი და სანსა სტარკი, რომელიც დრაკონების დედას ეუბნება, რომ "ვინტერფელი მისია". შეხვედრისას დენერის ტარგარიენს ჯონ სნოუ და ჯორა მორმონტი ახლავს, სანსას უკან კი ბრიენას ვხედავთ.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=13&v=wQJs9V_3448]

HBO-მ მეორე თიზერი 13 იანვარს გამოაქვეყნა. მეორე თიზერში ვხედავთ, როგორ შედიან ვინტერფელის აკლდამაში სანსა სტარკი, არია სტარკი და ჯონ სოუ. აკლდამის ბოლოში ისინი სამ ქანდაკებასთან მიდიან, რომლებიც როგორც თიზერიდან ჩანს მათივე ქანდაკებებია.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=3&v=wA38GCX4Tb0]

HBO-მ 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში ასევე გაავრცელა თიზერი, ოღონდ მხოლოდ სერიალის შესავლის. თიზერში ჩანს, როგორ ეჯახება ერთმანეთს ყინული და ცეცხლი.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=NspqGM0DbbQ]

მეოთხე თიზერი HBO-მ 24 თებერვალს გამოაქვეყნა. ვიდეოში, 1:35 წუთიდან Game of Thrones-ის მერვე სეზონის კადრები არის ნაჩვენები, სადაც ვხედავთ როგორი რეაქცია აქვს არია სტარკს დრაკონის პირველად დანახვისას.   

HBO-მ სერიალის ფინალური სეზონის ტრეილერი 5 მარტს გამოაქვეყნა. ტრეილერში ყველა დარჩენილი მოქმედი გმირი არის ნაჩვენები.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=44&v=rlR4PJn8b8I]


უკანასკნელი სამი ვიდეო HBO-მ ერთ დღეს, 2 აპრილს გამოაქვეყნა.

პირველ თიზერს "გადარჩენა" ჰქვია, მასში კი ვხედავთ როგორ ხვდებიან ჯონ სნოუ და არია სტარკი ერთმანეთს.

მეორე თიზერს "ერთად" ჰქვია, მასში ტირიონ ლანისტერი საუბრობს, ხოლო სანსა სტარკი და დენერის ტარგარიენი მის უკან სხედან.

"ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთად, ან მოვკვდეთ", - ამბობს ტირიონი.

მესამე თიზერს კი "შედეგი" ჰქვია.

 

რა დაუჯდა HBO-ს მერვე სეზონის სერიების გადაღება? 

გამოცემა Variety-ს ცნობით, Game of Thrones-ის მერვე სეზონის თითოეული სერიის გადაღება მინიმუმ 15 მილიონი ამერიკული დოლარ დაჯდა. თავდაპირველად, პირველ და მეორე სეზონში სერიის ღირებულება 2 მილიონ ამერიკულ დოლარს აღწევდა.

რას ამბობენ მსახიობები ფინალური სეზონის შესახებ?

დღემდე, Game of Thrones-ის მსახიობები თითქმის ყველა ინტერვიუში მინიშნებებით საუბრობდნენ, რას უნდა ველოდოთ სერიალის ფინალური სეზონისგან.

სოფი ტერნერის [სანსა სტარკი] თქმით, მერვე სეზონში ყველაზე მეტი ბრძოლა და დაძაბულობაა, რაც ფანების ნაწილს იმედგაცრუებულს, ნაწილს კი გახარებულს დატოვებს. 

ემილია კლარკის [დენერის ტარგარიენის] თქმით, ყველაფერი უფრო ინტენსიური და მკვეთრი იქნება - მაკიაჟი, ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობებიც კი. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც დენერისის ბედის შესახებ გაიგო, ლონდონში უმიზნო ხეტიალი და ღვინის სმა დაიწყო.

კიტ ჰარინგტონის [ჯონ სნოუ] თქმით, ფინალური სეზონი ახალი ექსპერიმენტები და საზღვრების მოშლაა. მისივე თქმით, ეს სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება.

ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს [ჯეიმი ლანისტერი] თქმით, მისი უკანასკნელი სცენა ფინალურ სეზონში ლამაზი და დიდებული იყო.

Game of thronesსერიალიმერვე სეზონიფინალური სეზონითრეილერიპოსტერიHBO

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 4 ივლისი, 2023 - 19:10GOT-ის ვარსკვლავები კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი მეორედ გახდნენ მშობლები
  • პარასკევი, 16 აპრილი, 2021 - 17:17GOT-თან მსგავსებების ძიება ნამახვანჰესს გასცდა - ინტერნეტის ახალი რეაქცია
  • პარასკევი, 22 ნოემბერი, 2019 - 18:11GOT-ის მსახიობის თქმით, სერიალის დასასრულის ალტერნატიული ვერსია არსებობს
  • ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2019 - 11:20ემილია კლარკი: GAME OF THRONES-ში შიშველი სცენების გადაღება შემაძრწუნებელი იყო
  • სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019 - 18:24კიტ ჰარინგტონი: GAME OF THRONES-ის ფინალური სეზონი არ მინახავს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:34

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:34

ხოშტარიას ადვოკატი: დაგვპირდნენ, რომ მკურნალობაში ნდობით აღჭურვილი ექიმი ჩაერთვება

სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და სხვათა საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:27

სტრასბურგის სასამართლომ ანწუხელიძისა და სხვათა საქმეზე რუსეთი დამნაშავედ ცნო

ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 17:04

ბოჭორიშვილი: EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 16:45

საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად გია მურღულია და დავით ქართველიშვილი აირჩიეს

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
4მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში