მეცნიერება

ქალი, რომლის ალგორითმმაც შავი ხვრელის პირველი ფოტოს გადაღება შესაძლებელი გახადა

კეტი ბოუმანი
Facebook

29 წლის კეტი ბოუმანი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მის მიერ დაწერილმა ალგორითმმა შავი ხვრელის პირველი ფოტოს გადაღება გახადა შესაძლებელი.

ფოტო გუშინ გამოქვეყნდა. შავი ხვრელის პირველი ფოტო Event Horizon Telescope (EHT)-ით გადაიღეს, რომელიც 8 ერთმანეთთან დაკავშირებულ ტელესკოპს წარმოადგენს. მათ მიერ მოპოვებული მასალა სწორედ ბოუმანის შექმნილმა პროგრამამ დაამუშავა.

ბოუმანმა ალგორითმზე მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო, როცა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (MIT) სწავლობდა. მას MIT-ის კომპიუტერული მეცნიერებების გუნდი, ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია და ჰარვარდის ცენტრის ასტროფიზიკის ცენტრის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ. ბაუმანის თქმით ისინიც იმავე აღიარებას იმსახურებენ, რაც მან მიიღო.

"ამას მარტო ვერავინ გააკეთებდა. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ბევრი სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა სფეროდან გაერთიანდა." თქვა მან.

MIT-ს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე კი გამოაქვეყნეს ფოტო წარწერით:

"მარცხნივ: MIT-ს მეცნიერი კეტი ბოუმანი მყარი დისკებით, რომელიც შავი ხვრელის სურათის მონაცემებს შეიცავს. მარჯვნივ: MIT-ს მეცნიერი მარგარეტ ჰამილტონი, კოდით, რომელიც მან დაწერა და რომელმაც ადამიანი მთვარეზე წაიყვანა."

კომენტარები