ბიძინა ივანიშვილის წერილი

კალაძე ივანიშვილის წერილზე: ძალიან სწორი ანალიზია, ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული

ცხადია, ოპონენტებს წერილის შინაარსი არ მოეწონებოდათ, იმიტომ, რომ მათ სხვანაირად წარმოუდგენიათ თავისუფლება და დემოკრატია, როგორ წარმოუდგენიათ ეს, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ და არ მინდა გავიხსენო, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში.

თვითონ წერილს რაც შეეხება, ძალიან სწორი ანალიზი არის გაკეთებული და ყველაფერს თავის სახელი აქვს დარქმეული, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მე მომეწონა, ეს არის კონსოლიდაცია, გაერთიანება და ერთიანი ძალისხმევით ბრძოლა იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომელიც დღეს გვაქვს. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საზოგადოების ჩართულობით, ერთიანი ძალისხმევით, რომ ქვეყანა კიდევ უფრო წინ წავიდეს, განვითარდეს ეკონომიკურად, რომ კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ

თბილისის მერი კახა კალაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წერილზე.

კომენტარები