ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 21 ივლისს ჩატარდება. 

abkhazinform-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება "პარლამენტის" დღევანდელ სესიაზე მიიღეს. 

ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს 5-წლით ირჩევენ. რაულ ხაჯიმბა ე.წ. პრეზიდენტად 2014 წელს დაინიშნა.

აფხაზმა დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს, რომლის მიხედვით, არჩვენების დღეს გაუქმებულია მარკირების პროცედურა, ასევე შეცვლილია საარჩევნო ბიულუტენების შევსების წესი. არასასურველი კანდიდატების გვარები აღარ გადაიშლება, ამომრჩეველი სასურველ კანდიდატს მონიშნავს. 

ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატის უცხოეთის მოქალაქეების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერა იკრძალება. 

დე ფაქტო აფხაზეთის კონსტიტუციაშია წერია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს აფხაზური ეროვნების, 35-წლიდან 65 წლამდე. ერთსა და იმავე პირს პრეზიდენტობა ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეუძლია.

კომენტარები