ნარკოდანაშაული

დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის პირს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით „ჰეროინის“ არაერთგზის შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებული ა.ი. დამნაშავედ ცნო და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონოდ გასაღებისთვის ნასამართლევმა ა.ი.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით - 0,6932 გრ. ნარკოტიკული საშუალება„ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 27 და 29 ივნისს ქ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, ნაწილ-ნაწილ 640 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა. სამართალდამცველებმა ა.ი. 2018 წლის 2 აგვისტოს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს," - წერია პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები