უბედური შემთხვევა

მყინვარწერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლამ 45 წლის პოლონელი მამაკაცი იმსხვერპლა

სამაშველო სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყინვარწვერ შხარასთან ზვავის ჩამოწოლის შედეგად, პოლონეთის მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები.

გარდაცვლილის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს.

კომენტარები