#სტუდენტები

ამერიკელი თინეიჯერი 50-მა კოლეჯმა მიიღო და მთლიანობაში 1 300 000 დოლარის სტიპენდია მოაგროვა

ABC News

აშშ-ს ჯორჯიის შტატში 17 წლის ჯაკელია ბეიქერმა 65 კლეჯში შეიტანა განცხადება, აქედან 50-მა მიიღო და ჯამში დაახლოებით 1 300 000 დოლარის სტიპენდია მოაგროვა.

„მოგებამ თავდაჯერებულობა შემმატა, რადგან არ მეგონა თუ ასეთი დიდი მიზნის მიღწევა შემეძლო,“ - აღნიშნა ბეიქერმა.

ლუსი ლეინის სკოლაში ბეიქერის GPA 4.1 არის, რაც საუკეთესო ჯამური ნიშანია. ბეიქერის თქმით, სწავლის გარდა ის თამაშობს ფრენბურთს, კალათბურთს, გოლფს, ტენისსა და ფეხბურთს. ის ასევე სკოლის ბენდის, მატემატიკის  გუნდის, სტუდენტთა საბჭოს, ეროვნული ღირსების საზოგადოებისა და აკადემიური დეკათლონის წევრი არის. მან თავი დაანება სოციალურ ცხოვრებას და სხვადასხვა წვეულებებში მონაწილეობას არ იღებს.

ბეიქერის მთავარი მოტივატორი მისი დედაა. “ის მორცხვიც არის და ამავდროულად მეგობრული, აქტიური… მას არ უნდა, რომ რაიმე ინანოს, ამიტომ რა მიზანსაც დაისახავს აღწევს,” - აღნიშნა ჯაკელიას დედამ დენის ბეიქერმა.

ბეიქერი მომავალ სტუდენტებს ურჩევს, რომ თუ მუშაობას გააგრძელებენ, სირთულის მიუხედავად, მიზანს მიაღწევენ.

 

კომენტარები