დემოგრაფია

ჭიაბერაშვილი: დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესებას სიღარიბის ზრდა იწვევს

ტაბულა

"დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების მიზეზები სიღარიბის ზრდაში უნდა
ვეძიოთ, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ სტაგნაციას და ცხოვრების
მნიშვნელოვნად გაძვირებას მოჰყვა" - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს.

ჭიაბერაშვილის თქმით, დემოგრაფიული მაჩვენებლების გაუარესების ერთადერთი ახსნა მოსახლეობის დაბერება არაა.

"სამწუხაროდ, შობადობის მაჩვენებლი მე-5 წელია განუწყვეტლივ იკლებს. 2018
წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 2017 წელთან
შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია. არადა 2017 წლის მონაცემი ერთ-ერთი
ყველაზე დაბალი იყო ბოლო წლების განმავლობაში. საგულისხმოა, რომ
რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვიც ბოლო 11 წლის მინიმუმზეა." - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის მიერ 29 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში შობადობა 4%-ით შემცირდა, ბუნებრივი მატება კი 15.7%-ით. აბსოლუტურ რიცხვებში ბუნებრივი მატება 4 614 იყო.

კომენტარები