ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, რეანიმაციაში რჩება

www.irishtimes.com

ქალი, რომელიც ხაშურში ქმარმა დაჭრა, კვლავ რეანიმაციაში რჩება. კლინიკაში ტაბულას უთხრეს, რომ დაჭრილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა არა იმდენად, რომ რეანიმაციული განყოფილებიდან გადაიყვანონ.

ხაშურში ქმარმა ცოლი 25 მარტს დაჭრა. ექიმების ინფორმაციით, ქალს ბასრი საგნით ჰქონდა მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებები, ექვსი ჭრილობა.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, კაცი დანაშაულს აღიარებს, ამასთან ამოღებულია დანაშაულის იარაღი - დანა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

კომენტარები