მთავრობა ინგლისის სკოლებში ჰიგიენურ საფენებს უფასოდ დაარიგებს

BBC.com

შემდეგი წლიდან, ინგლისის სკოლებში ჰიგიენურ საფენებს გოგოებისთბის უფასოდ დაარიგებენ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განცხადება 13 მარტს გააკეთა.

ჰიგიენური საფენები 11 წლიდან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება უფასო.

2017 წლის დეკემბერში ბრიტანეთში კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 1 000 ქალი გამოიკითხა - აღმოჩნდა რომ ქალების 10% ფულის არქონის გამო ჰიგიენურ საფენებს ვერ ყიდულობს და 15%-ს კი შეძენა ძალიან უჭირს.

2017 წლის დეკემბერი, აქცია.

სწორედ ამ მდგომარეობის გასაპროტესტებლად და უფასო ჰიგიენური საფენების მოთხოვნით, დეკემბერშივე, 2 000-მდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში - მაშინ აქციები თინეიჯერმა აქტივისტმა ამიკა ჯორჯმა წამოიწყო.

ინგლისის ბიუჯეტს ამ გადაწყვეტილების განხორციელება წელიწადში მინიმუმ 7 მილიონი დოლარი დაუჯდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი ზუსტად რამდენია ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

კომენტარები