რუსეთი

ახალი კანონით რუსეთში 18 წლის აქტივისტი ახალგაზრდების პროტესტის წახალისებისთვის დააკავეს

teamnavalny_kld / Vkontakte

ივან ლუზინი პირველი რუსია, ვინც რუსეთში ახალგაზრდების პროტესტის წახალისებისთვის დაიჭირეს. 2018 წლის დეკემბერში მიღებული ახალი კანონმდებლობით არასწულწლოვნებისთვის საპროტესტო აქციაში ჩართვისკენ მოწოდება დასჯადია.

25 მარტს კალინგრადის სასამართლოს განაჩენით დადგინდა, რომ ივან ლუზინმა საპროტესტო აქციაში ორი 16 წლის გოგონას ჩართვით კანონი დაარღვია და 30 000 რუბლით დაჯარიმდა.

ლუზინი რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი და დაურეგისტრირებელი ლიბერტარიანული პარტიის წევრია. 7 თებერვალს გამართულ აქციაზე ლუზინი და ორი გოგონა მხარს უჭერდა ორ პატიმარს, რომელთა თქმით მათ ციხეში აწამებედნენ.

კანონმდებლობით მსგავსი დარღვევა 50 000 რუბლამდე ჯარიმის გადახდას, საზოგადოებრივ მომსახურეობას ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, პუტინის მთავრობას კანონი საპროტესტო აქციების ჩასახშობად სჭირდება. ალექსეი ნავალნი ამბობდა, რომ კანონის სამიზნე თავად იყო - ორი წლის მანძილზე ნავალნის ანტი-სამთავრობო პროტესტს ახალგაზრდები აქტიურად უერთდებოდნენ.

კომენტარები