ვადაგასული ხორცი

ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი - საბითუმო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. კერძოდ, როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორა“-დან (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სააგენტოს ინფორმაციითვე, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

კომენტარები