საქართველოს პარლამენტი

წულუკიანი გოცირიძეს: გვქონდა დრო, როცა ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროსო, გაიქილიკა ბატონმა რომანმა, თან თქვენ რომ იცოდეთ, როგორ დიდ პატივს გცემთ, ასე არ მომექცეოდით, თუნდაც ასაკიდან გამომდინარე, მაგრამ დავანებოთ ამას თავი.

ე.ი, თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს და ნურსულთანი რომ დაარქვა ასტანას, იუსტიციის სამინისტროს თეა დავარქვათო, მე არ ვიცი, ამაზე რა პასუხი უნდა გაგცეთ, კაცია და გუნება, მე მგონი, არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ, არ არის პრობლემა.

უბრალოდ, ბატონო რომან, ამან ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა და თუ არ გეწყინებათ გეტყვით: გვქონდა წარსულში დრო, როცა ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი, რამდენად კარგი აზრია

მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ენმ-ის დეპუტატს რომან გოცირიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები