აშშ

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ნასამართლევი მიგრანტების დაკავებას მხარი დაუჭირა

Reuters

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ფედერალური ბიუროს მოხელეებს ნასამართლევი მიგრანტების, რომელთაც მოქალაქეობა არ აქვთ, დაკავება სასჯელის მოხდის შემდეგაც შეუძლიათ.

ამჟამინდელი საიმიგრაციო კანონის მიხედვით მთავრობამ მოქალაქეობის არმქონე მიგრანტები, რომელთაც კანონი დაარღვიეს და სასჯელი მოიხადეს, გათავისუფლებიდან 24 საათში უნდა დააკავონ, რათა შემდეგ მათი დეპორტაციის თაობაზე მოსმენა განიხილოს.

5 ხმით 4-ის წინააღმდეგ უზენაესმა მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ეს შეზღუდვა მოიხსნას და დეპორტაციისათვის დაკავება ნებისმიერ დროს იყოს შესაძლებელი.

სარჩელი მიგრანტების ჯგუფს ჰქონდა შეტანილი, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ თუ დაკავება სასჯელის მოხდიდან ერთ დღეზე გვიან მოხდებოდა, მათ უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ მოსმენის დანიშვნა, სადაც შეძლებდნენ მოსამართლე დაერწმუნებინათ, რომ საზოგადოებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ და შესაბამისად, დეპორტაციის საკითხის განხილვამდე დაკავებული არ ყოფილიყვნენ.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არსებული კანონი მსგავსი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მათ მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ამტკიცებს, რომ პირებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, მოსმენის მოთხოვნის უფლება არ აქვთ, იმის მიუხედავად, თუ როდის დააკავეს ისინი.

კომენტარები